შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლებთან

12 თებერვალი 2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ბატონებმა ირაკლი ყანდაშვილმა  და დავით ასათიანმა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საპროცესო კანონმდებლობაში ადვოკატთა საპროცესო   უფლებების  დაცვის  სტანდარტები  განიხილეს. ადვოკატთა ასოციაციამ  ევროპის საბჭოს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამ მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ევროპის საბჭოს  შორის  თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი